2021 წლის 7 მარტს, ხელოვნების მუზეუმის გალერეა ქალ მხატვართა ნამუშევრებს მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი, უკრაინელი და პოლონელი 15 ავტორის 17 ფერწერული ნამუშევარი. ნამუშევრები დაცულია ხელოვნების მუზეუმის ფონდში. გამოფენა მიეძღვნა ქალთა საერთაშოსო დღეს. მსურველებს ხელოვნების მუზეუმის კოლექციის დათვალიერება რეგულაციების დაცვით 27 მარტამდე შეეძლებათ.